ორსკში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა
რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში, კაშხლის გარღვევის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ცნობით, კაშხლის გარღვევის მიზეზი, წყლის მოვარდნა გახდა, რამაც დამბის ნაწილი გარღვია. ოპერატიული სამსახურის ცნობით, წყალდიდობის ზონაში, 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათი ევაკუაციისთვის, დროებითი ცენტრები იხსნება. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაწყებულია კაშხლის გამაგრების სამუშაო.
