გუტერეში დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს
„ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფის 196 წევრია მოკლული“,- ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი იუწყება და ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს. საგანგებო განცხადებისას ანტონიო გუტერეშმა იმედი გამოთქვა, რომ ისრაელის მთავრობა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას ხელს შეუწყობს.
