ნორვეგიამ თავდაცვის ხარჯები გაზარდა
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე რეაგირებისთვის, ნორვეგიამ თავდაცვის ხარჯები 2036 წლამდე, 56 მილიონი დოლარით გაზარდა. ოფიციალური ცნობა ამის შესახებ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა. მისი თქმით, მომდევნო 12 წლის განმავლობაში, ქვეყნის თავდაცვითი ხარჯები ტრილიონ 62 მილიონს მიაღწევს, რაც ქვეყნის თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხის, რეკორდული მაჩვენებელია.
