დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია
თბილისში, საბურთალოზე, ფანასკერტელისა და ციციშვილის ქუჩის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, განახლდება სკვერის სივრცე, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო გასართობი ზონა, განათების და სარწყავი ქსელები. დაირგვება 150 სხვადასხვა ჯიშის ხე მცენარე. ასევე, რეაბილიტირდება სპორტული მოედანიც.
