ცრუ ინფორმაცია
გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ამჯერად ზოგიერთი საინფორმაციო სააგენტო შეუერთდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე წერია, რომ თითქსოდა კანონი ეხება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ემიგრანტებს, ბავშვებს, შშმ პირებს, პატიმრებს და უფლებადამცველებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებები არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს. საუბარია ორგანიზაციებზე, რომლთაც აქვთ 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება. კანონპროექტის მიხედვით, მათ დაევალებათ დეკლარაციის წარდგენა წელიწადში ერთხელ.