უარი ზურაბიშვილს
„სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ კონსტიტუცია დაარღვია“- ასე აფასებენ მმართველ გუნდში, ზურაბიშვილის მხრიდან ლიეტუვაში ვიზიტზე მთავრობის ნებართვის მოთხოვნას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და საგარეო პოლიტიკას, რის გამოც მას ლიეტუვაში ვიზიტთან დაკავშირებით უარი უთხრეს.