ვითარება ადიგენში
სულეიმანჯების ფრთის წევრი მერაბ მიქელაძე, რომელმაც საკუთარ სახლში სალოცავი მოაწყო, სახელმწიფოს შეთავაზებას კატეგორიული უარით პასუხობს. ის არც სახლის გამოსყიდვას და არც ადგილმონაცვლეობას თანხმდება. ადგილობრივები სულეიმანჯების ქმედებებში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესს ხედავენ. ასევე ცნობილია, რომ სულეიმანჯები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს არ ემორჩილებიან.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
