შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი წარმომადგენლები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ეხმაურებიან
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მათი წარმომადგენლები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ეხმაურებიან. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტს და მიაჩნიათ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ საფრთხის შემცველია თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.
