ოლიმპიური და პარაოლიმპიური კვირეულის ფარგლებში,საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი შერაზ გასრი, პარასპორტის განვითარების ცენტრს ეწვია
ელჩს საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა უმასპინძლა. რატი იონათამიშვილმა შერაზ გასრის პარაოლიმპიური სპორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა. ასევე სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა საჩვენებელი გამოსვლები პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში.
