პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
