საბერძნეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ორგანიზაციის 5 წევრი დააკავეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ბერძნული მედიის ცნობით, 2 აპრილს ჩატარებული ოპერაციის დროს 33, 34, 38 და 44 წლის ოთხი მამაკაცი და 33 წლის ქალი აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები, 2021 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ატიკის სხვადასხვა რაიონში სახლებს ქურდავდნენ.
