აქცია რუსთაველის გამზირზე
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორგანიზაციების: „ჯიუტის“, „კარისა“ და „ტალღის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ეს საორგანიზაციო ტიპის შეხვედრა იყო, რომელზეც სამოქმედო გეგმა და სამომავლო ნაბიჯები დასახეს. მთავარი გზავნილი იყო: „არა რუსულ კანონს“.
