საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე გახდება
საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ პარიზის ოლიმპიადა რუსეთის სამიზნე გახდება. ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესია, შეიძლება საინფორმაციო ხასიათის თავდასხმა იყოს. პარიზში, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, 26 ივლისს იხსნება.
