ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა
ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა. მომზადდება პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნაზე. შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში, რომლის მიზანიც არის საზოგადოებასთან შეხვედრების ორგანიზება და ამ კანონპროექტის გაცნობა.
