რთული ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში
ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაციების მუშაობის შეჩერების გამო, მოსახლეობა საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტს განიცდის. მსოფლიოს ცენტრალურმა სამზარეულომ ფუნქციონირება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ანკლავში საჰაერო იერიშის დროს, მისი 7 თანამშრომელი დაიღუპა. მუშაობა დროებით შეწყვიტა ახლო აღმოსავლეთში ლტოლვილთა დახმარების ამერიკულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამაც. ეს ორი ორგანიზაცია ყოველკვირეულად პალესტინელებისთვის 2 მილიონ საკვებ ულუფას უზრუნველყოფდა. გაეროს ცნობით, ამჟამად საომარი მოქმედების პირობებში მცხოვრები 1 მილიონზე მეტი ადამიანი, კატასტროფული შიმშილის ზღვარზეა
