ოკუპანტის იერიში
რუსული არმიის იერიშების სამიზნე, კვლავ უკრაინის ენერგო-ობიექტებია. დნეპროპეტროვსკის ოლქში საჰაერო დარტყმების გამო, დაზიანებულია მზის ელექტროსადგური, რუსული თავდასხმების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ოკუპანტების იერიშმა ყველაზე მეტად, ხარკოვის ოლქი დააზიანა. 350 ათასი ადამიანი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, დაიღუპა 4 ადამიანი, 12 კი, დაშავდა
