ვეტინგის მომხრე მოსამართლეების ევროპული ვოიაჟი
რა მიზნით იმყოფებოდნენ მოსამართლეები ევროპაში - „ქრონიკამ“ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს მადონა მაისურაძეს, ეკა არეშიძეს და ლევან დარბაიძეს კონკრეტული კითხვებით მიმართა. ეკა არეშიძე აცხადებს,რომ ნატა წნორიაშვილთან ერთად სამ სასწავლო პროცესზე ევროპასა და ამერიკაში ნამდვილად იმყოფებოდა, ბოლო ვიზიტი კი მისივე ინფორმაციით 2017 წელს შედგა. რაც შეეხება მადონა მაისურაძეს მოსამართლემ „ქრონიკის“ ჟურნალისტის კითხვას სატელეფონო შეტყობინებით უპასუხა - ვციტირებ „ნატა წნორიაშვილთან ერთად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განვითარების პროექტის ფარგლებში, შტატებში ნამყოფი ვარ მხოლოდ ერთხელ 2017 წელს“. მოსამართლე ლევან დარბაიძემ კი „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას წნორიაშვილთან ერთად მივლინებაში ყოფნა საერთოდ უარყო. ცნობისთვის ნატა წნორიაშვილი - ამერიკის საელჩოში იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორია. მოსამართლეების ევროპაში ვიზიტს მმართველი პარტია სასამართლო სისტემაში ჩარევად აფასებს, ოპოზიციაში კი აზრი ორად იყო. ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს ნაწილს კი ვიზიტი რეალურ მიზნებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს
