საქართველოს არასამთავრობო სექტორის რეიტინგი გაუარესდა
როგორია საზოგადოების ნდობა მესამე სექტორის მიმართ - დემოკრატიის კვლევის მსოფლიო ცენტრი „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ - კონკრეტულ მონაცემებს აქვეყნებს. 2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს არასამთავრობო სექტორის შეფასება მნიშვნელოვნად გაუარესდა და ერთ წელიწადში სარეიტინგო პოზიცია მსოფლიოში 27-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე დაქვეითდა. საქართველოს არასამთავრობო სექტორს რეიტინგში უსწრებს სომხეთი, მოლდოვა, ბოსნია ჰერცოგოვინა, კოსოვო და რეგიონის სხვა ქვეყნები. აღნიშნული ინდექსი აფასებს არასამთავრობო სექტორის საქმიანობას. რამდენად გამართულია სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა და მათზე დაკისრებული მოვალეობები და ასევე რამდენად ჯანსაღად არის გამოხატული მოქალაქეთა ინტერესები არასამთავრობო სექტორში
