ილია დარჩიაშვილის ვიზიტი პარაგვაიში
პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რესპუბლიკის პრეზიდენტმა სანტიაგო პენია პალასიოსმა მიიღო. შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო ღირებულებებს, რომელსაც ეფუძნება საქართველოსა და პარაგვაის ურთიერთობები და გამოთქვეს მზაობა გაააქტიურონ მუშაობა ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების განსამტკიცებლად. მხარეებმა ისაუბრეს ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, პარაგვაის რესპუბლიკის პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს რეგიონული როლით, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით. ქართულმა მხარემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ
