ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა
პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდებს, „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას შეუერთდნენ და კომისიის საქმიანობაში მონაწილეობისთვის გამოყონ წარმომადგენლები. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციური კანონების პროექტები, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების უფლებას, დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება, მესამე პუნქტი დაემატება, პროექტში არის ჩანაწერი, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
