სპორტული მიღწევა - ოპოზიციის მანიპულაცია
დაუშვებელია ისტორიული გამარჯვების პოლიტიზება ამის შესახებ მმართველი გუნდი საუბრობს. საქმე ეხება სოციალურ ქსელში ცალკეული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მოწოდებას, რომ სპორტსმენები გამჭვირვალობის შესახებ კანონი დაგმონ და პროტესტს შეუერთდნენ. ამავე კამპანიას ეხმაურება ქართული სპორტის მხარდამჭერთა ასოციაცია, რომელიც არ ემხრობა ნაკრების მხარდამჭერი ჰიმნის, სიმღერების, შეძახილებისა თუ სხვა ატრიბუტიკის პოლიტიზებას! „ყველა თავისუფალია გამოხატოს საკუთარი შეხედულება, თუმცა გთხოვთ ერის საერთო წარმატებას ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკურად, რაც მოსახლეობას ყოფს და კარგავს სპორტული ერთობის მუხტს!’’ - წერია ქართული სპორტის მხარდამჭერთა ასოციაციის Facebook გვერდზე
