არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება
გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ლომჯარია დახმარებას ითხოვს. „თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება”. ამის შესახებ ლომჯარია ესაუბრა ადამიანს , რომლის ვინაობაც უცნობია. ასევე გავრცელებული ცნობით, ირკვევა, რომ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მესამე სექტორისთვის კონკრეტული დავალება გასცა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა. გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა განმარტონ, რომ აგენტის ცნების ამოღების მიუხედავად, კანონპროექტი წინა ვერსიაზე უარესი და საფრთხის შემცველია. ქრონიკა გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ორივე მხარესთან შეეცადა. ნინო ლომჯარიამ უარი თქვა, ქეთი ხუციშვილი კი ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს. ეს პოზიცია სახელისუფლებო გუნდისთვის იმის დადასტურება, რომ მესამე სექტორი კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და მითითებებს ქვეყნის ფარგლებს გარედან ელოდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი თქვა, რომ გამჭვირვალობის კანონის შესახებ პარტნიორებს მწვავე შეფასებები ექნებათ
