კანონი გამჭვირვალობის შესახებ
რას ითვალისწინებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ და კანონის მიღების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რა მიზნით იხარჯება უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება და რა გავლენა აქვს მას პოლიტიკურ ცხოვრებაზე. პაპუაშვილმა გასული წლის მოვლენები გაიხსენა, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გაუმჭვირვალე პროცესად შეაფასა და ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა
