თურქეთში გადაყენებული მერი პოსტზე დააბრუნეს
თურქეთის საარჩევნო კომისიამ ვანის მუნიციპალიტეტის არჩევნებში გამარჯვებული პროქურთი მერი პოსტზე დააბრუნა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები. ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც პარტია „დემის“ კანდიდატი, აბდულა ზეიდანი, რომელსაც ხმების 55% მეტი ჰქონდა მიღებული, კენჭისყრიდან მოხსნეს და მერად ერდოღანის პარტიის კანდიდატი გამოაცხადეს. აქცია პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არჩეული მერის პოსტზე დაბრუნება ვანში სახალხო ზეიმით აღნიშნეს
