ბენი განცმა საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა ბენი განცმა, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მისი თქმით, ბოლო კვირებში ეს საკითხი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან განიხილა და ამ თემაზე კონსულტაციების გაგრძელებას აპირებს. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ განცი ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოწოდების გამო მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მთავრობა ომის მიზნების მიღწევამდე უცვლელი დარჩება. მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იერუსალიმსა და თელ-ავივში პერმანენტულად იმართება
