სარაკეტო თავდასხმა ხარკოვზე
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად, ხარკოვი გახდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა და 10-მდე დაშავდა. ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი კი, 5 დაღუპულის შესახებ იტყობინება
