რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი
რაჭის ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დასრულდა. განიხილეს ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები, რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი პროექტები. ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა ხელმძღვანელ პირებს კონკრეტული შეკითხვებით მიმართეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს
