ახალგაზრდების დასაქმების პროექტი რუსთავში
რუსთავის მერია, ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება და ახალგაზრდების დასაქმების ეკოპროექტს ახორციელებს. პროექტში ,,ახალი სიმწვანე“, 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ონლაინ რეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას. პროექტის პირველი საპილოტე ეტაპი უკვე განხორციელდა. დასაქმებისა და ეკოლოგიური პროექტის მონაწილეთა ახალი ნაკადის პირველი სამუშაო დღე, რუსთავის სანერგე მეურნეობაში შედგა, სადაც ახალგაზრდებმა სპეციალური ვორქშოფიც გაიარეს და ქალაქის გამწვანების სამუშაოებისთვის ნერგების გადარჩევაშიც მიიღეს მონაწილეობა
