პოლიციამ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 ადამიანი ერთი კი მხილებული. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
