აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გამოხმაურება
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გასული წლის მარტში თბილისში განვითარებული მოვლენები გაიხსენა, თქვა, რომ ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინათ ევროპული ამბიციები და უარი ეთქვათ ამ კანონის მიღებაზე. მისი თქმით, საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზად არის, განაგრძოს პროცესში საქართველოს მხარდაჭერა
