არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრება
გავრცელებული ინფორმაციით ნინო ლომჯარია დახმარებას ითხოვს. „თუ თქვენგან და ევროპიდან უმძიმესი შეფასებები არ იქნა, ქუჩაში ერთ კაცსაც ვერ გამოვიყვანთ, სასწრაფოდ გვჭირდება დახმარება”. ამის შესახებ ლომჯარია ესაუბრა ადამიანს, რომლის ვინაობაც უცნობია. ასევე ირკვევა, რომ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გამართულ შეხვედრაზე მესამე სექტორისთვის კონკრეტული დავალება გასცა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა. გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა განმარტონ, რომ აგენტის ცნების ამოღების მიუხედავად კანონპროექტი წინა ვერსიაზე უარესი და საფრთხის შემცველია. შეგახსენებთ არასამთავრობო ორგანიზაცია ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, მესამე სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ ამერიკელი ლობისტი და თბილისი პრაიდის წარმომადგენელი. როგორც შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადეს, შეკრების მიზეზი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი იყო, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრიათ
