დასაქმების ფორუმი ქუთაისში
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ ერთიან სივრცეში 35 ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და 350 ზე მეტ ვაკანსიას გაეცნონ. ფორუმის ფარგლებში საგანმანათლებლო კუთხეც მოეწყო, სადაც ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები ახალგაზრდებს სასწავლო პროგრამებს და ფაკულტეტებს აცნობენ.
