სასამართლოს დამორჩილების მცდელობა
ამერიკის საელჩოს წარმომადგენელსა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორ ნატა წნორიაშვილს ფავორიტ მოსამართლეთა პრივილეგირებული ჯგუფი ჰყავს, რომელიც, სასამართლოში ე.წ. ვეტინგის მომხრეთა ჯგუფს წარმოადგენს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ ფოტოებში ჩანან ვეტინგის მხარდამჭერი მოსამართლეები, რაც მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს, რომ ათამდე მოსამართლე სასამართლოში უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს.
