„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 11 მუხლს მოიცავს
უცხოურ ძალად მიიჩნევა: უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი. კანონი კი შეეხება არასამეწარმეო იურიდიულ პირს და მედიას, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა. პროექტი არ ეხება სპორტულ ფედერაციებს. ორგანიზაციები ვალდებულები იქნებიან - ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში წარადგინონ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირებას არ მოახდენენ - მხოლოდ ჯარიმაა გათვალისწინებული, 25 000 ლარი, თუ მაინც არ წარადგენს ორგანიზაცია დეკლარაციას, ჯარიმა გათვალისწინებულია თვეში ერთხელ 20 ათასი ლარი. კანონის მიღების შემდეგ ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი 2023 წლის მონაცემებით უცხოეთიდან იყო, ვალდებული იქნებიან კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში წარადგინონ 2023 წლის დეკლარაცია.
