ქალთა კვოტირება
პოლიტიკური პარტიები აღარ იქნებიან ვალდებულნი საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად დააკომპლექტონ. „გირჩის“ მიერ ინიციირებულ ცვლილებას, „საარჩევნო კოდექსში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ამ წუთებში ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. „გირჩის“ ინიციატივას იზიარებს მმართველი გუნდი, სანაცვლოდ კი, კოლეგა დეპუტატებისგან ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას მხარდაჭერას ელის. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, დღეს მათ ეს ცვლილებაც გააკრიტიკეს და საპასუხო კრიტიკაც დაიმსახურეს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
