არჩილ ტატუნაშვილს 41 წელი შეუსრულდებოდა
დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
