მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. საბჭოს კითხვებს უკვე უპასუხა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიზო უბილავამ. მანამდე კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, პაატა სილაგაძეს მოუსმინა. კითხვები ძირითადად ეხებოდა კომპეტენციას და მოტივაციას.
