გენდერული კვოტირების გაუქმება
ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარი დაუჭირა. მანამდე კი საკითხის განხილვას კანონპროექტის ინიციატორებსა და ქალ ოპოზიციონერებს შორის კამათი მოჰყვა. ოპოზიცია ცვლილებებს არ ემხრობა, მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ „გირჩში“ და „ქართულ ოცნებაში“. „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. კანონპროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას, გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს. „გირჩის“ ინიციატივას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობაც.
