„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები
საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემდეგ, საარჩევნო კოდექსში შესატანი ახალი ცვლილებებით პარტიას ნებაყოფლობით ექნება საშუალება, პარტიული სიის ფორმირებისას განსაზღვროს დელეგატი, რომელიც ამავდროულად ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ხმა იქნება პარლამენტში. ახლებურად რეგულირდება, საკრებულოს წევრთა არჩევის საკითხი და უქმდება 40%-იანი ბარიერი. კოდექსში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია.
