პრემიერი სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი სამედიცინო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო ჰოსპიტალური და ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან მოსახლეობისათვის უწყვეტი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სერვისის მიწოდების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია პაციენტის ინტერესების დაცვა, რისთვისაც სამედიცინო სექტორისა და კლინიკების წარმომადგენლებთან აქტიურ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო მთავრობის მიდგომებს სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით, ასევე საკითხებს, რომელთა გადაჭრა სამედიცინო სექტორისთვის პრიორიტეტულია. ჯანდაცვის სისტემაში არსებულ საკითხებზე ბიზნესის ხედვა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ წარადგინა.