აშშ არ ადასტურებს რუსეთის კავშირს „ჰავანის სინდრომის“ შემთხვევებთან
გერმანული „შპიგელის“, ამერიკული „სი ბი ეს ნიუსისა“ და რუსული „ინსაიდერის“ ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ჰავანის სინდრომს ეხებოდა - განხილვის თემა გახდა თბილისში. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები მნიშვნელოვანია და საკითხი ქართველმა სამართალდამცველებმა უნდა შეისწავლონ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი, ვაშინგტონის ოფიციალურ განცხადებას ენდობა, რომლის მიხედვითაც, ამერიკის სადაზვერვო სამსახურს არ გაუკეთებია დასკვნა იმის თაობაზე, რომ რუსეთს კავშირი აქვს ე.წ ჰავანის სინდრომის შემთხვევებთან. რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას, მათთვის ოპოზიციის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ჟურნალისტურ გამოძიებაზე კი განმარტავენ, რომ ყველა კითხვას პასუხი ოფიციალურმა ვაშინგტონმა გასცა.
