წარწერები თბილისში - შეტევა მოსამართლეებზე
მიზანმიმართული კამპანია მოსამართლეების წინააღმდეგ - მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შეურაცხმყოფელი წარწერების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან კავშირში მყოფი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ წარწერებთან კავშირს უარყოფს, თუმცა შინაარსს იზიარებს. თუმცა ოპოზიციის ნაწილს განსხვავებული მოსაზრება აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლეების მიმართ ბულინგის ენით საუბარი დაუშვებელია.
