სანქციების მოხსნის მოწოდება - შეფასებები
მმართველი გუნდი 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს და სტრატეგიული პარტნიორისგან 1 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ელოდება. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ფაქტების და კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნის მიუხედავად, არცერთი მტკიცებულება მათთვის არავის წარუდგენია. „ქართულ ოცნებაში“ ყურადღებას ამახვილებენ მათ შორის იმაზეც, რომ სანქციებს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის იყენებენ. მმართველი გუნდის ამ მოთხოვნას არ იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს.
