ძებნილი ადეიშვილი ჰააგაში - პოლიტიკური შედასებები
ზურაბ ადეიშვილის ყოფნა ჰააგაში პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. მმართველ გუნდში ევროპელი პარტნიორების მისამართით აცხადებენ, რომ ადეიშვილი საქართველოს უნდა გადმოეცეს, რადგან მას ქართული მართლმსაჯულების წინაშე, საკმაოდ მძიმე დანაშაულებისთვის სასჯელი აქვს მოსახდელი. ზურაბ ადეიშვილზე საუბარი არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს, ოპოზიციის ნაწილისთვის კი, ადეიშვილის საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა საერთოდ გაუგებარია.
