ძებნილი ადეიშვილი ჰააგაში
ქრონიკის ექსკლუზივი- საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, ჰააგაშია. საქართველოში მძიმე დანაშაულებში ბრალდებული „იმედის“ კითხვებს არ პასუხობს. „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“- ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციაზე ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად მივიდა. ადეიშვილი, რომელმაც ქვეყანა 2012 წელს დატოვა, სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად არის მსჯავრდადებული. შეგახსენებთ, რომ ადეიშვილი ჰააგამდე ბელგიასა და გერმანიაში, იმყოფებოდა.
