უცხოური მედიის მაუწყებლობის შეზღუდვა ისრაელში
საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებთან დაკავშირებით, ისრაელის ქნესეტის მიერ მიღებულმა ახალმა კანონმა , შეერთებული შტატების შეშფოთება გამოიწვია. საქმე ეხება კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას, საქმიანობა აუკრძალოს მედია საშუალებებს, თუ თელ-ავივი ჩათვლის, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას.
