წარწერები თბილისში - შეტევა მოსამართლეებზე
დავით ტატიაშვილი მოსამართლეების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში მონაწილეობას უარყოფს. სატელეფონო საუბრისას ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი , რომელიც რვა მარტის აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორიც იყო ადასტურებს, რომ სამართალდამცველებს თბილისის ქუჩებში გაკეთებული წარწერებისთვის არაერთხელ დაუჯარიმებიათ, თუმცა შეურაცხმყოფელ წარწერებზე არაფერს ამბობს.
