ირანი რუსეთს მოსალოდნელ ტერაქტზე აფრთხილებს
ირანმა რუსეთი შესაძლო მასშტაბური ტერორისტული ოპერაციის შესახებ, მოსკოვის ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა. სააგენტო "როიტერსის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, თეირანმა ინფორმაცია იმ პირთა დაკითხვის შედეგად მოიპოვა, რომლებიც ირანში, 3 იანვარს მომხდარი აფეთქებების მოწყობასთან კავშირის გამო დააკავა.
