ცესკოსა და განათლების სამინისტროს მემორანდუმი
განათლების, სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაზე, საზოგადოებისა და ამომრჩევლის ინფორმირებასა და მათი ცნობიერების ამაღლებაზე.
