"გირჩის" ინიციატივა - უმრავლესობის პოზიცია
საპარლამენტო უმრავლესობა ეთანხმება გენდერულ კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ კი ელოდება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს. ამის შესახებ ბიუროზე ბექა დავითულიანმა განაცხადა. „გირჩის“ მიერ ინიციირებულ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
